თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე მეხუთე რაუნდზე: სრული მზაობა გვაქვს და კონსულტაციებისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ

ჩვენ მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით სრული მზაობა გვაქვს და ნებისმიერ დროს მზად ვართ კონსულტაციებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადეს.

„თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში შეთანხმება მიღწეული იქნება. მთავარია, ის ოპოზიცური პარტიები, რომელებიც დღეს შანტაჟის და ბულინგის ქვეშ არიან, არ აყვნენ ბულინგს და შანტაჟს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი, - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა