თეგებით ძიება

ჩვენ ოპოზიციასთან სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს, დაველაპარაკებით პირდაპირ მათ დავალების მიმცემებს - მდინარაძე

ჩვენ ოპოზიციასთან სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს, დაველაპარაკებით პირდაპირ მათ დავალების მიმცემებს - ეს ხალხი არ ვარგა ოპოზიციად, ჩვენ გველაპარაკეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დგას ევროპის გზაზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

„კი ხედავთ რა ოპოზიცია გვყავს. ჩვენ აღარ გვაქვს ამ ოპოზიციასთან სასაუბრო, მაგრამ მათ მხარდამჭერებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების წარმომადგენლებს დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებით. ამათ რაღატომ ველაპარაკოთ, დაველაპარაკებით მათ დავალების მიმცემებს, მეგობრებს და ა.შ. ეს ხალხი არ ვარგა ოპოზიციადაც, გველაპარაკეთ ჩვენ. მეგობრები გერჩივნოთ აგენტებთან და უსუსურ ოპოზიციასთან ლაპარაკს. ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან და ამიტომ, ჯობია გველაპარაკოთ ჩვენ, გულწრფელ მეგობრებს.

კი ბატონო, ჩვენ თითის დაწკაპუნებაზე არ ვმოქმედებთ და არ ვიჯერებთ რასაც იტყვით თქვენ უაპელაციოდ არ ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ ვადგავართ ევროპულ გზას. ყველა ნაბიჯი ევროპის გზაზე ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაიდგა. ნამდვილი, ჭეშმარიტი, ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპა გვინდა და აი ამ ევროპაში მოვდივართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030 წელს სახელმწიფო, ჩვენი სამშობლო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და გარანტიას გაძლევთ, რომ ყველაზე მეტად ვიქნებით, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ამისთვის მზად.

ჩვენ ამერიკელ მეგობრებსაც ვეუბნებით, რომ მოდით, ეს მეგობრობა ნამდვილ მეგობრობას დავამსგავსოთ, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობას და ვიზალიბერალიზაცია, ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, გაგვიხსენით ეს ყველაფერი და ფული რაში იხარჯება თქვენგან იყოს გამჭვირვალე. მერე ეს თქვენი დაფინანსებული ხალხიც ვეღარ გაბედავს, რომ 3 მლნ დახარჯოს სოფლის მეურნეობის პროექტებში და 30 მლნ მავნებლობაში. ვეღარ გაბედავენ იმიტომ, რომ ეს დასადეკლარირებელი იქნება და ეს იქნება პრევენციაც, სუვერენიტეტის განმტკიცებაც, პარტნიორებს შორის უფრო სუფთა, ნამდვილი პარტნიორული ურთიერთობების გამყარება“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა