თეგებით ძიება

მამუკა მდინარაძე საპარლამენტო ოპოზიციაზე: ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს

ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“, - აღნიშნავს მდინარაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია. მათი მტკიცებით, სხდომა იმდენად სწრაფად ჩატარდა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა