,,ჩემი შვილი მივიყვანე ფსიქიატრთან… მან შემომიბრუნა კომპიუტერი, სადაც ეწერა აუტისტური სპექტრი” – თათია სულუაშვილი უმძიმეს პერიოდზე პირველად ალაპარაკდა
იუმორისტმა თათია სულუაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში იმ უმძიმეს პერიოდზე ისაუბრა, როცა თავისი უმცროსი შვილის, დათას სამყაროს ნელ-ნელა ეცნობოდა.
-დათა წლინახევრის იყო, როცა უძილობა დაეწყო. შუა ღამისას შემოვახვევდი პლედს და ჩამყავდა ქვემოთ და ასე ვიძინებდით. ნევროპათოლოგმა მითხრა, არაფერია, ხასიათის ბავშვიაო. ნელ-ნელა დათას დაეწყო რეგრესი, ყველაფერი დაავიწყდა, რაც იცოდა. არაფერზე ჰქონდა რეაქცია. პირველად ეს დედაჩემმა შეამჩნია. დედას თხოვნით ფსიქიატრთან მივიყვანეთ. ტესტის პასუხი ერთი თვის შემდეგ მოვიდა. ექიმთან მარტო წავედი. მან შემომიბრუნა კომპიუტერი, სადაც ეწერა აუტისტური სპექტრი.
გავიყინე, ცრემლები ჩამომივიდა. არ ვიცოდი, რა გზა უნდა გამევლო. ისეთი განცდა მქონდა, როგორ დავეხმარო საკუთარ შვილს. მეორე დღიდან დავიწყე აქტიურობა, დათასთვის უნდა მიმეხედა…
ახლა ძალიან კარგადაა. წლინახევრიდან 6 წლამდე ყოველდღე დავდიოდით თერაპიაზე. ვფიქრობდი, რომ სუსტი ვიყავი, მაგრამ არ იცი, ახლა რა პრობლემა უნდა მქონდეს, რომ ვერ გადავლახო. ყველანაირად გავძლიერდი.
დათა დღეს არის ძალიან მაგარი ბიჭი, დიაგნიზის მოხსნა არმოხსნაზეა საუბარი, მარტივ რაღაცებზე ვმუშაობთ უკვე. არაჩვეულებრივად მღერის, ხატავს, მაღალი ინტელექტი აქვს, ათვისების დიდი უნარი აქვს. ამას წინათ ვკითხე, დათა მოგწონვარ-მეთქი. სახეზე – კი, ტანზე არა, ძალიან დიდი ძვლები გაქვსო, – მოყვა თათია გადაცემაში.
თათია სულუაშვილი აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის ბევრ რამეს აკეთებს. მათთვის დაბადების დღეებიც მიჰყავს დაბადების დღის ცენტრებში.
-მინდა, დედებს მივმართო, რომ ფარხმალი არ დაყარონ. როცა დათა თერაპიებზე მივიყვანე, ვოცნებობდი, დედა დაეძახა, ახლა კი… ამას წინათ რაღაც სიტყვა ვთქვი და მითხრა, ეგ სიტყვა აღარ თქვა, ჟარგონიაო.
Sarkenews.ge