თეგებით ძიება

გორგია – Gorgia თქვენ ხომ არ ანძ**ვთ? – რა შეემთხვა გეგა ფალავანდიშვილს?

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, გეგა ფალავანდიშვილი, სოციალურ ქსელში ჰიპერმარკეტ "გორგიას" ლანძღავს:

„გორგია – Gorgia - ამათზე უვარგისი, უპასუხისმგებლო, უსინდისო და უცოდინარი კომპანია არ არსებობს მგონი მსოფლიოში. სულ დედის გინებები უნდა დამეწერა, მაგრამ მკითხველებს დაგინდობთ.

7-ში (ორშაბათს) შევიძინე Ikea-ს საწოლი (ახალი, ასაწყობი), რომელიც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა მოეტანათ 3-5 დღეში.

რომ არ მოიტანეს, მე-6 დღეს მე თვითონ მოვიკითხე (თვითონ არ რეკავენ) და დღეს ან ხვალ მოვიტანთო. არ მოიტანეს.

14-ში ორშაბათს დარეკეს და ახლის ნაცლად პარკებში შეფუთული შოუ-რუმში ნადგამი მოგვაქვს და თუ ახალი გინდა, ბათუმიდან ჩამოვიტანთ 2-3 დღეშიო.

18-ში ისევ მე მოვიკითხე (თვითონ არ რეკავენ) და 2-საათიანი ლოდინის და კვლევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ბათუმიდან მომავალ მძღოლს 2-მეტრიანი საწოლი თურმე ქუთაისში დარჩა. მოკლედ, „ხვალ-ზეგ მოგიტანთ აუცილებლადო.

21-ში ისევ მე ვრეკავ. გადამამისამართეს უკვე შედარებით ზემდგომთან, რომელმაც მკვდარ-ცოცხალი იფიცა: დღეს ჩამოდის და დღესვე თუ არა, ხვალ თქვენთანააო.

დღეს 24-ია და ისევ მე დავრეკე. ისევ იკვლიეს 2 საათი და „გზაშია და 29-მდე მოვიტანთო“.
ხოდა, გორგია – Gorgia თქვენ ხომ არ ანძ***ვთ მანდ? მართლა მაინტერესებს.

P.S. ამასობაში სხვა ქართულმა კომპანიამ ამ საწოლის ზომა ლეიბი შეკერა, მოიტანა და მიდევს ასე დერეფანში ორი კვირაა“, - წერს ფალავანდიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა