თეგებით ძიება

კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს - ეკლესიის ეპისკოპოსი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეშობას აღნიშნავს. ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში წირვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და ონლაინ გადაიცემოდა. ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მთავრობის მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამოწვეული აკრძალვების დაწესების დროს არ გაითვალისწინა კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიის მრევლი და შობის ღამეს გაადაგილების შეზღუდვები არ მოხსნა.

"რომც ყოფილიყო ისეთივე ღია, როგორც აპირებენ 7 იანვარის ღამეს, ჩვენი მსახურება მაინც დახურული იქნებოდა. არანაირად არ ამცირებს იმ უხერხულობას, როგორც ჟღერს ჩვენი ხელისუფლების განცხადება ამ განსხვავებულ მიდგომებთან დაკავშირებით, რომ ღია იქნება შობა ღამეს იმიტომ, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ამ კონკრეტულ დღეს ზეიმობს შობას და უფრო ნაკლები რაოდენობის რაკი ხართ მოდი, თქვენ საშვებზე იზრუნეთ. ეს მიდგომა იყო ძალიან უხერხული და კიდევ ერთხელ იმედის გამაცრუებელი", - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა