თეგებით ძიება

"არა რუსულ კანონს! ვერ შეგვაშინებთ!"- 19:00 საათზე თბილისში "სტუდენტური მარში" გაიმართება

“სტუდენტური მარში” - დღეს, 19:00 საათზე, სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.

"დღეს, საქართველოში არსებული, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიკრიბებით 7 საათზე რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.

ვიკრიბებით, რომ:

1. ვუთხრათ - არა რუსულ კანონს!

2. ვუთხრათ - არა რუსულ რეჟიმს!

3. ვუთხრათ - არა ძალადობას!

4. ვუთხრათ - კი ევროპას! Image removed.Image removed.

ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას!!

პასუხი ისევ ერთია - ვერ შეგვაშინებთ!" - წერენ სტუდენტები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა