თეგებით ძიება
25. 12. 2020 მსოფლიო

ჩვენი გოგონა „მგლის ხახით“ დაიბადა - „მოცეკვავე მილიონერი“ შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

ოქტომბრის ბოლოს „მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, 25 წლის შერონ ფონსეკა მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი ბლუ იერუსალიმი შეეძინათ. 2 თვის თავზე ვაკიმ და ფიონსეკამ ახალშობილი გოგონას პირველი ფოტო გამოაქვეყნესდა ახლადდაბადებული გოგონას შესახებ ახალ დეტალებსაც ყვებიან.

ცნობილი ხდება, რომ გოგონა თანდაყოლილი პათოლოგიით, ეგრეთ წოდებული „მგლის ხახით“ დაიბადა და მას მალე ოპერაცია ჩაუტარდება.

„გვინდა, სიყვარულით გაგიზიაროთ ჩვენი პატარა გოგონას ისტორია. ის "მგლის ხახით” დაიბადა, ეს ემართება 7 ათასში ერთ ახალშობილს. გაგვიმართლა, რომ გვყავს სუპერ ექიმების ბრიგადა და საჭირო დროს პატარას ოპერაცია ჩაუტარდება, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება“ – ნათქვამია ჯანლუკა ვაკისა და შერონ ფონსეკას ერთობლივ განცხადებაში.

ჩვენი გოგონა „მგლის ხახით“ დაიბადა - „მოცეკვავე მილიონერი“ შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა