თეგებით ძიება
25. 12. 2020 მსოფლიო

მაიკლ ჯექსონის $ 100 მილიონ დოლარად შეფასებული მამული გაიყიდა

კალიფორნიაში მაიკლ ჯექსონის საცხოვრებელი მამული, “NEVERLAND RANCH” $ 22 მილიონ დოლარად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, „პოპის მეფის“ 1092 ჰექტარზე არსებული ქონება მილიარდერმა რონ ბერკლმა იყიდა.

2016 წელს სახლისა და მთელი მამულის საერთო ღირებულება $ 100 მილიონ დოლარად იყო შეფასეული, ერთი წლის შემდეგ კი მისი ფასი $ 67 მილიონი გახდა.

„NEVERLAND RANCH“-ი 1161 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი რეზიდენციის გარდა მოიცავს 343 კვ. მ საცურაო აუზს. აგრეთვე აქვეა განთავსებული 50 ადამიანზე გათვლილი სახლის კინოთეატრი და საცეკვაო სტუდიო. აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზეა დისნეის სტილის მატარებლის სადგური , სახანძრო სახლი და ბეღელი.






წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა