თეგებით ძიება

ამ ღლაპის ირონიის შეფასება არ ღირს - უგულავა კობახიძის განცხადებაზე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის ცინიკურ კომენტარს ეხმაურება და მის ხუმრობას "ღლაპის ირონიას" უწოდებს. ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში მან აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში მარტო ყოფნას იმსახურებს:
"მე ვერ ვიტყვი, რომ დიდად დაგვაკლდა ნორჩი აგრარიკოსი ნინო წილოსანი, ან სიბრძნეების მფრქვეველი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, ან ახალი ვარსკვლავები ზავრადაშვილი თუ ტალიაშვილი. გუშინ უმრავლესობამ დალოცვით დაამთავრა... ასე რომ იმსახურებთ იმას რაც ხართ. თქვენ, მეგობრებო, გააყალბეთ არჩევნები, მიიტაცეთ ძალაუფლება, ახლა დარჩით მარტო სახლში და მოსთქვამთ.

ამ ღლაპის ირონია და სერიოზულად შეფასება არ ღირს. მოდი, მეხსიერება სილკტვ-ს მსგავსად ნუ გვექნება, 2 კვირის იქით რომ არ გავხსოვს. 2 კვირის წინ ეს გაუთლელი ღლაპი, ზუსტად იგივენაირად, ხან იმუქრებოდა, ხან იძახდა, რომ პირველ სხდომაზეო, მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ გაფუფლოვდა, სანაძლეოც დავუდე და წააგო", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის დამტკიცების სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე ცინიკურად განაცხადა, რომ ისინი პარლამენტში ძალიან დააკლდათ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა