თეგებით ძიება

„თუ ვინმეს ილუზია გქონდათ რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით. ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის ვინც არ ეპუება და არ ტყდება“ - ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა რომ დემონსტრანტები არიან სრულიად მშვიდობიანი, ხოლო მეორე მხარეს არის ბრუტალური ძალა, რომელიც არ ინდობს არავის, ქალს, ბავშვს, ასაკოვანს...

თუ ვინმეს ილუზია გქონდათ რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით. ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის ვინც არ ეპუება და არ ტყდება.

ფორმას, ლოკაციას, დროს და სხვა ატრიბუტებს რაც შეეხება:

არ მოგწონთ ღამის თევა, დაუძახეთ ხალხს დილით, შუადღეს, 13 საათსა და 27 წუთზე.

არ მოგწონთ რუსთაველზე, გააკეთეთ საგარეჯოში.

არ მოგწონთ ხმაურიანი, გააკეთეთ მდუმარე.

არ გყოფნით ძალები, იპოვეთ მოკავშირეები და დაარწმუნეთ თქვენს სიმართლეში.

თუ აქედან ვერცერთს ვერ ახერხებთ, ე.ი. ტ&აკი არ გაქვთ არაფრის და ტვინს ნუ ტ&ნავთ ჭკუის დარიგებებით.

არ ჰყავს ამ აქციებს ერთი ორგანიზატორი, ვისაც რა და როგორ წარმოუდგენია, ისე აკეთებს.

რუსთაველზე იყო აქცია, ვიღაცამ გმირთა მოედანი გააკეთა და საბოლოო ჯამში, მიუხედავად დაკავებებისა, იქ გამოვიდა აქცია.

გმირთა მოედანზე იყო აქცია, ვიღაცეებმა გადაწყვიტეს და ორივე სანაპირო დაკეტეს.

მინიმუმ სამჯერ იყო რუსთაველზე აქცია, მაგრამ გირჩი/დროამ პარლამენტის უკან დავუძახეთ ჩვენ მხარდამჭერებს, იმიტომ რომ ეგრე მიგვაჩნდა სწორად.

მინიმუმ ორჯერ (რაც მახსოვს) აქცია პარლამენტის წინ იყო და ევროპულმა საქართველომ თავისი ამბავი მოაწყო პირველი სკოლის წინ.

ამ სტატუსს ვწერ და რუსთაველი სავსეა სტუდენტებით. და კაცმა არ იცის რას მოიფიქრებენ და რას გააკეთებენ.

დეცენტრალიზებული პროცესია, რაც ცალსახად სწორია ბევრი თვალსაზრისით, და თუ ვერსად ვერაფერს ახერხებთ, ტვინს ნუ ტ&ნავთ, პედესტალიდან ჩამოდით და ვინმეს შეუერდით.

ეს ქვეყანა არ გარუსდება!

2030-ში ევროკავშირში!“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა