თეგებით ძიება

აქციაზე დაკავებული გურამ ადამია კლინიკაში გადაჰყავთ

აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელიც გუშინ სასტიკად ცემეს, კლინიკაში გადაჰყავთ. ამის შესახებ ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს. 

"გურამ ადამიას გაუსწორდნენ სასტიკად, მას რამდენიმე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად როდესაც ის იყო წაქცეული, ვერც კი იხედებოდა იმდენი ადამიანი ურტყამდა, ზოგი სახის არეში, ზოგი ტანის არეში ფეხებს. რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც იზოლატორში მოიყვანეს, მას აღენიშნებოდა ეს დაზიანებები, იზოლატორმა მიიღო და საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. როდესაც აქტიურად ჩავერიეთ ადვოკატები, როდესაც მოვთხოვეთ სამედიცინო პერსონალს, მაშინაც არ უნდოდათ გადაყვანა, აქტიური მოთხოვნის შემდეგ, როდესაც მივუთითეთ სხვადასხვა კანონზე, გამოიძახეს სასწრაფო და ამ ეტაპისთვის მოხდება ადამიას საავადმყოფოში გადაყვანა", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა