თეგებით ძიება

დეკანოზ ბასილს მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2020 წლის 18 დეკემბერს შედგა შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრება, რომლის გადაწყვეტილებით, ამავე კრების ოქმის თანახმად, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს „მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო“, შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება“,- აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა