თეგებით ძიება
28. 12. 2020 მსოფლიო

ბარენცის ზღვაში რუსული თევზმჭერი გემი ყინულს შეეჯახა- 17 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

რუსეთში, ბარენცის ზღვაში, საგანგებო სიტუაციების სამსახური ამჟამად ეძებს 17 ადამიანს, რომლებიც დაიკარგნენ მას შემდეგ, რაც თევზმჭერი გემის, ონეგას კვალი დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშული მცურავი საშუალება ჩაიძირა.

სამაშველო ოპერაციაში ამ დრომდე ჩართულია 5 ხომალდი. სულ ონეგას ბორტზე 19 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი მათგანი უკვე გადაარჩინეს. რუსული მედიის თქმით, თევზსაჭერი ახალი მიწის არქიპელაგთან ჩაიძირა. უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნავენ, რომ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ყინულთან შეჯახება იყოს.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა