თეგებით ძიება

ეს დაავადება, შესაძლოა, თქვენი ემოციური მდგომარეობის შედეგი იყოს

კოვიდპანდემიის გამო, საზოგადოების მეტი ყურადღება ჯანმრთელობაზეა გადატანილი. უკვე უცხო არავისთვისაა, რომ კოვიდი ყველაზე მეტად ფილტვებს აზიანებს.

ჩინური მედიცინის თანახმად, ემოციები გავლენას ახდენს ყველა დაავადების ძირითად მიზეზზე და განსხვავევულად გამოვლინდება ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებზე. ასე მაგალითად: ფილტვები რეაგირებენ მწუხარებაზე, ღვიძლი – ბრაზზე, თირკმლები – შიშზე, კუჭი – შფოთვაზე.

ჩინეთის მედიცინის დებულებების თანახმად, ემოციები ყველა დაავადების მთავარი მიზეზია და ინდივიდუალურ ორგანოებზე განსხვავებულად იმოქმედებს.

გარდა ამისა, თითოეულ ორგანოს აქვს საკუთარი “გემოვნება”.

ფილტვებს “მოსწონთ” ყველაფერი პიკანტური და ცხარე, ღვიძლს -მჟავე, ელენთას ტკბილი და თირკმელს მარილიანი. ჩინელი ექიმების განცხადებით, ყველა ორგანოს აქვს საკუთარი ენერგია. ეს ენერგია ცნობილია, როგორც „ცი“ და მჭიდროდ არის დაკავშირებული სისხლის მიმოქცევასთან, ამიტომ ექიმები აცხადებენ, რომ სისხლი ენერგიის „დედაა“.

ზოგადად,ჩინურ მედიცინაში მიღებულია, რომ თირკმლები ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. ისინი ქმნიან „ინის“ და „იანის“ საფუძველს და წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ცენტრს. თირკმელები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი კუნთოვან სისტემასთან, სმენასთან და შიშის აღქმასთან.

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციიდან ირკვევა ყველა დაავადებას თავისი ვიბრაცია აქვს და თითოეული მათგანი გამოწვეულია ადამიანის კონკრეტული, ხანგრძლივი ემოციის შედეგად.

„ბრაზი – იწვევს ღვიძლის პრობლემებს, გამოუთქმელი სიტყვები, გამოუთქმელი წყენა – ყელის ზონის დაავადებებს, მოწყენილობა – ნაღვლის ბუშტს ურტყავს და ა. შ.

ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი, კლასიკა სულ გადაკითხული მქონდა და სულ მიკვირდა, საკმარისი იყო ქალი თავის სატრფოს მიეტოვებინა, ის აუცილებლად ავადდებოდა და ფილტვებით, ჭლექით კვდებოდა.

მერე გავარკვიე, რომ ფილტვების პრობლემები ემოციურ დონეზე – ესაა უიმედობა, სასოწარკვეთა, უმომავლო ცხოვრება.

მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობიერე, მრავალი მცდელობის მიუხედავად რატომ ვერ ხერხდებოდა საქართველოს ციხეებში ტუბერკულოზის აღმოფხვრა! იქ მოხვედრილ ადამიანებს ჯერ ხომ უმძიმეს, დამთრგუნველ პირობებში უწევდათ ყოფნა და არც გარეთ გამოსვლის შემთხვევაში ჰქონდათ თუნდაც თავის გატანის, რაიმეს შეცვლის, ნორმალური ცხოვრების დაწყების, გადარჩენის იმედი. ანუ, ადამიანები ვერ ხედავდნენ მომავალს, ცხოვრობდნენ ტოტალური უიმედობის, აპათიურ გარემოში.

სულ მინდოდა ციხის ადმინისტრაციისთვის მიმეწერა, რომ სავალდებულო გაეხადათ მათთვის დღეში თუნდაც ორი კომედიის ნახვა! რაიმე პოზიტიური, იმედის მომცემი, სამოტივაციო გადაცემების ყურება, მომავლის იმედის ჩასახვა – მხოლოდ ასე იქნებოდა შესაძლებელი ამ ვერაგი დაავადების დამარცხება, მხოლოდ დადებითი ემოციებით, სუფთა ჰაერით, პოზიტივითა და იმედით და არა იმ წამლებით, რომლებითაც ათწლეულების მანძილზე უშედეგოდ მკურნალობდნენ.

და ახლაც, რადგან ეს კოვიდი უპირველესად ფილტვებს ერჩის – დაუპირისპირეთ მას პოზიტივი ! არ მიეცეთ განცდებს! არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში, იმედიანად და ოპტიმისტურად, შემართებით იყავით და ყველაფერი ბევრად მარტივად და კეთილსაიმედოდ დასრულდება!

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, – წერს ქეთი ვაწაძე.



წყარო:primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა