თეგებით ძიება

"ღამე დაუძახეს... რომ მისულა სალაპარაკოდ, გავარდა თოფი" - სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლურ დავას უკავშირდება, თუმცა რა უთანხმოება არსებობდა მამაკაცებს შორის, დეტალები უცნობია. ასევე, გაურკვეველია, ჰქონდათ თუ არა მათ კონფლიქტი წარსულში.



“დღეს გავიგე დილას, რომ მოუკლავთ წუხელ თოფით. ღამე დაუძახეს, ააყენეს, გასულა გარეთ და რომ მისულა სალაპარაკოდ, გავარდა თოფი”, – ყვება გარდაცვლილის მეზობელი, ავთო გიორგაძე.



შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა, მოგვიანებით კი, პოლიციამ ის საკუთარ სახლში დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ 30 წლის მამაკაცს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა