თეგებით ძიება

უბედური შემთხვევა მარნეულში - 37 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს

მარნეულში 37 წლის მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვნეს - შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სიკვდილის სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფგან ჯალალოვი საგარეჯოს მაცხოვრებელი იყო, თუმცა მარნეულში სახლი ჰქონდა დაქირავებული. ცნობილი ხდება ისიც, რომ შემთხვევის დროს სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა ის ტრაგედიას გადაურჩა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა