თეგებით ძიება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის ტყეში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი ჯვარის ტყეში ქვედა საფარს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 20 კაციანი ჯგუფი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო აქტიური სამუშაოები.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა, გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა