თეგებით ძიება

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 257 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2 162 775 შემთხვევა გამოვლინდა, 20 135 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 037 433 - გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა