თეგებით ძიება

ალექსანდრე წოწკოლაურის დისტანციური განათლების ქოხი

კაკლის ხის ძირში სახელდახელოდ აწყობილი პატარა ქოხი დგას. დასათბუნებლად კედლებზე ძველი გადასაფარებლები აუკრავთ. ქოხის შუაგულში პატარა ბიჭი ზის. ეს ალექსანდრე წოწკოლაურია, 11 წლის - ერთადერთი მოსწავლე სოფელ ხევისჭალაში.

ამ ქოხიდან ის გაკვეთილებს ესწრება. ინტერნეტს მხოლოდ აქ მიაგნო. ძველ ღუმელში ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ მაინც ცივა. ალექსანდრეს ფეხები ხშირად ეყინება. სიცივისგან ტუჩებიც დამსკდარი აქვს, მაგრამ ქოხი მისთვის ერთადერთი ადგილია - მხოლოდ ასე ახერხებს, რომ ონლაინსწავლების მიღმა არ დარჩეს.

ალექსანდრე მე-5 კლასის მოსწავლეა. სკოლაში წესით მატანში ან ახმეტაში უნდა ევლო, რადგან სოფელი ხევისჭალა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ, ახმეტიდან 10 კილომეტრშია, მატნიდან 6-ში. გზა ტყეზე გადის, რამდენიმე ადგილას მდინარეც კვეთს.

დედამ სცადა, რომ ალექსანდრეს ახმეტაში, ახლომდებარე სკოლაში ესწავლა. ვერ მიაღწია, რომ ხევისჭალადან სკოლამდე და პირიქით, ალექსანდრეს ტრანსპორტირება განათლების სამინისტროს თავის თავზე აეღო.




"mtisambebi.ge"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა