თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ცდილობს უკან დაიხიოს და მოძებნოს გამოსავალი ჩიხური მდგომარეობიდან

ოპოზიცია მთლიანობაში უკან იხევს და მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„ოპოზიციამ უარი თქვა კამერების ჩანაწერების ამოღებაზე, დებატებზე. ახლა უკვე უარს ამბობენ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. ჩვენ შევთავაზეთ მათ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, გადავთვალოთ და გადავამოწმოთ ყველაფერი. თუ მინიმალური გადახრა მაინც დაფიქსირდა, დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები. თუმცა მათი პასუხი უარყოფითია. მიზეზი არის ერთი, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც 1%-იანი და არც 0,4%-იანი გადახრა იქ არ დაფიქსირდება, იმიტომ რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ეს პრაქტიკა ჰქონდათ მათ 2012 წლამდე 90-იანი წლებიდან მოყოლებული... ეს პრაქტიკა აღიკვეთა საქართველოში ზუსტად 2012 წლიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. .

მისი თქმით, ოპოზიცია მთლიანობაში უკან იხევს, არის მძიმე მდგომარეობაში. „ეს არის მარტივი. ჩვენ გვაქვს ბევრი სვლა და მანევრი, მათ კი ნულოვანი სვლების მანევრი და ბაგაჟი. ისინი ხვდებიან რომ თავი ჩაიგდეს რთულ მდგომარეობაში და აქვთ მხოლოდ ორი არჩევანი, ერთი ცუდი და მეორე უარესი. ცუდი არის შემოსვლა პარლამენტში და უარესი არ შემოსვლა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, აქვს ძალიან ბევრი მანევრი. ოპოზიცია ცდილობს უკან დაიხიოს და მოძებნოს გამოსავალი შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა