თეგებით ძიება

რომელი ქვეყანა რით დაეხმარა საქართველოს პანდემიის დროს

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, საქართველომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დახმარებები მიიღო, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განცხადებაში ჩამოთვლილია, თუ რომელი ქვეყანა რით დაეხმარა საქართველოს.

ევროკავშირი - 430 მლნ ევრო, ასევე სამედიცინო და ჰუმანიტარული ტვირთები;

აშშ - 17 მლნ აშშ დოლარი;

ჩინეთი - 55 ათასი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა;

იაპონია - ანტივირუსული პრეპარატი და 2.8 მლნ აშშ დოლარის დახმარება;

კორეის რესპუბლიკა - 400 000 აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება;

გაერო - „COVID-19-ის საპასუხო და აღდგენის ფონდიდან” 1 მილიონი აშშ დოლარი ;

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) -სწრაფი სადიაგნოსტიკო აღჭურვილობები და 10,2 მილიონი ევრო.

ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს არაა სრული ჩამონათვალი იმ დახმარებებისა, რომელიც ქვეყანამ მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა