თეგებით ძიება

"გაუგიათ, ბავშვები ბებოსთან მარტოები არიანო, მისულან და ჩემი შვილები გაუხარებიათ" - პატრულის მოულოდნელი საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს


"გაუგიათ, ბავშვები ბებოსთან მარტოები არიანო, მისულან და ჩემი შვილები გაუხარებიათ" - პატრულის მოულოდნელი საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს
მცხე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს და­ეხ­მარ­ნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ თან­ხა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი მი­უ­ტა­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოჯახ­ში, სა­დაც პატ­რუ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ოთხი ბავ­შვი ცხოვ­რობს, მათი დედა კი ამ­ჟა­მად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ელზა შენ­გე­ლია შვი­ლე­ბის გა­ხა­რე­ბის გამო პო­ლი­ცი­ას მად­ლო­ბას უხ­დის.

მას AMBEBI.GE კლი­ნი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და:

"ოთხი შვი­ლის დედა ვარ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კო­ვი­დი და­მი­დას­ტურ­და და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. ჩემი შვი­ლე­ბი მარ­ტო დარ­ჩნენ ბე­ბოს­თან ერ­თად. მათი მამა ცალ­კე ცხოვ­რობს. პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რებ­მა რომ გა­ი­გეს, ბავ­შვე­ბი სახ­ლში დე­დის გა­რე­შე დარ­ჩნენ, თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­სუ­ლან, მი­უ­ტა­ნი­ათ საკ­ვე­ბი, სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი და ფუ­ლიც უჩუ­ქე­ბი­ათ ჩემი შვი­ლე­ბის­თვის. ნამ­დვი­ლად მი­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რის­თვი­საც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. ბავ­შვე­ბიც ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან" - ამ­ბობს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა ელზა შენ­გე­ლია.

პატ­რუ­ლის ოჯახ­ში მის­ვლის კად­რე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნონა ბი­ჭი­ნაშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. ის მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის მე­ზო­ბე­ლია:

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მცხე­თა მთი­ა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას და ყვე­ლა იმ კე­თილ ადა­მი­ანს ვი­საც მცხე­თე­ლე­ბის გა­სა­ჭი­რი გულ­თან ახ­ლოს მი­აქვს. დღეს, 29 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ მცხე­თა­ში სა­ა­ხალ­წლოდ ერთ-ერთი ოთხშვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გა­ა­ხა­რეს. მრა­ვალ­სუ­ლი­ან ოჯახ­ში ოთხი პა­ტა­რა ცხოვ­რობს ბე­ბო­ებ­თან და დე­დას­თან ერ­თად. პან­დე­მი­ის პო­რო­ბებ­ში, ბავ­შვე­ბის დე­დაც ვირუ­სით და­ა­ვად­და და სას­ტუმ­რო­შია.

სოსო გო­ძი­აშ­ვი­ლის, მცხე­თა მთი­ა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით მცხე­თა მთი­ა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ აღ­ნიშ­ნულ ოჯახს ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია და სა­ა­ხალ­წლო სა­ნო­ვა­გე მი­არ­თვა.

ყვე­ლას გი­ლო­ცავთ დამ­დეგ შობა ახალ წელს და გი­სურ­ვებთ ასე­თი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სიმ­რავ­ლეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მცხე­თა მთი­ა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას და პირ­ველ რიგ­ში ვა­სილ პეტ­რი­აშ­ვილს და სოსო გო­ძი­აშ­ვილს!" - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ნონა ბი­ჭი­ნაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა