თეგებით ძიება

7 შესანიშნავი იდეა, ხელის სათხოვნელად, ვალენტინობის დღეს

კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე, ვალენტინობა, როდესაც დამატებით გეძლევათ საშუალება დაუმტკიცოთ სიყვარული, საყვარელ ადამიანს. თუ საკმარისად ხართ გარკვეული საკუთარ გრძნობებში და გადაწყვიტეთ ხელი სთხოვოთ თქვენს პარტნიორს, ეს შესანიშნავი დღე, სწორედ თქვენთვისაა. იმისათვის, რომ დღემ ჩაიაროს ზღაპრულად, საჭიროა თქვენი იდეების რეალიზება. იმ შემთხვევაში თუ, არ მოგდით ორიგინალური იდეები თავში, მაშინ მოგაწვდით უკვე არსებულ 7იდეას, რომლის გამოყენებით დაუვიწარ ვალენტინობას მოუწყობთ როგორც საყვარელ ადამიანს, ასევე საკუთარ თავსაც.
იდეა 1
მიანიჭეთ ცოტა მეტი ოფიციალურობა ვალენტინობის დღეს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გრძნობები უკვე გამოსცადა დრომ, დარწმუნებული ხართ, რომ მზად ხართ ამ ნაბიჯის გადასადგმელად, შესთავაზეთ პარტნიორს ხელი და გული. მსგავსი სურპრიზი, პატნიორს სიცოცხლის ბოლომდე დაამახსოვრდება.
იდეა 2
თუ, თქვენი გაცნობობა მოხდა ინტერნეტის მეშვეობით, გამოიჩინეთ ორიგინალურობა, შეგიძლიათ მიმართოთ ონლაინ რეგისტრაციას და შეიტანოთ განაცხადი ქოწინების შესახებ.
იდეა 3
ასევე, უჩვეულო პოპულარობით სარგებლობს რეტროს სტილში მოწყობილი დღესასწაულები. მართალია, რომ ქაღალდის წერილები წარსულს ჩაბარდა, თუმცა დაგვერწმუნეთ, სასიყვარულო წერილის მიღებისას ადამიანი მას მთელი ემოციებითა და სიყვარულით შეინახავს ცხოვრების მანძილზე, რაც მოუტანს მომავალში ზღვა ემოციებს. მისწერეთ წერილი, სთხოვეთ თქვენს რჩეულს ხელი და გაუგზავნეთ ფოსტით.
იდეა 4
შეგიძლიათ შეიკრიბოთ მეგობრები და მოაწყოთ გასართობი საღამო, გამოცანებით და თამაშებით, ასევე შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ საჭმელიც.. დღის ბოლოს კი, მოულოდნელად სთხოვოთ ხელი თქვენს რჩეულს ყველას თანდასწრებით.
იდეა 5
იმ შემთხვევაში თუ, ერთი-ერთზე გირჩევნიათ პასუხის მოსმენა, მაშინ შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი პარტნიორი მიიპატიჟოთ სახლში, დაახვედროთ ლამაზად გაწყობილი მაგიდა, კარგი, რომანტიული მუსიკა, დასალევი. სიტუაცია თვითონ მიგახვედრებთ, როდის იქნება შესაბამისი მომენტი ხელის თხოვნისთვის.
იდეა 6
თუ გაქვთ დრო და საშუალება, გაემგზავრეთ ერთად უცხო ქალაქში, ისეირნეთ უცხო ქუჩებში, იმგზავრეთ მატარებლით. წარმოიდგინეთ, რა რომანტიული იქნება ხელის თხოვნა ვაგზლის ბაქანზე, როდესაც ამის მოლოდინი სულ არ ექნება ადამიანს. ეს მოგზაურობა ორივეს დაგიტოვებთ დაუვიწყარ მოგონენებს.
იდეა 7
შეხვედრისას, შესთავაზეთ თქვენს პარტნიოს, რომ დაიყოთ და ერთმანეთისთვის შეარჩიოთ საჩუქრები ან სუვენირები. წადით დიდ მაღაზიაში და დაიარეთ სხვადასხვა სექციებში, რათა ვერ დაინახოთ შეძენილი საჩუქრები. დათქვით შეხვედრის დრო და ადგილი. ადგილზე მისულს, დააცადეთ პირველმა მიიღოთ საჩუქარი, შემდეგ კი- გაუწოდეთ ქორწინების ბეჭედი თქვენს რჩეულს. საღამო შეგიძლიათ გაატაროთ კაფეში, კინოში ან რომანტიულ გარემოში.
გახსოვდეთ, მთავარია ჩააქსოვოთ სიყვარული სიტყვებში, რომელ ვარიანტს ამოირჩევთ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ხომ ორი ადამიანის მხურვალე სიყვარული და ბედნიერებაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა