თეგებით ძიება

გამოკითხვა: საფრანგეთში ათიდან მხოლოდ ოთხ ადამიანს სურს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება

სოციოლოგიური კვლევის სამსახურის Ipsos Global Advisor-ის გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთში ათიდან მხოლოდ ოთხ ადამიანს სურს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.

გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 40%-ს სურს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა.

შედარებისთვის, რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას გამოკითხულთა 43%-ი აპირებს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში - 53%-ი, ჩინეთში - 80%-ი, ხოლო დიდ ბრიტანეთში - 77%-ი.

გამოკითხვის თანახმად, გვერდითი მოვლენების შიში ის მიზეზია, რის გამოც ვაქცინის გაკეთებას უფრთხიან.

საფრანგეთში ვაქცინაციის კამპანია 27 დეკემბერს დაიწყო. ვაქცინაციის პირველი სამი დღის განმავლობაში, ვაქცინა ასამდე ადამიანმა მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა