თეგებით ძიება

იუსტიციის სახლები და მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები მუშაობას 4 იანვრიდან განაახლებენ

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, საახალწლო უქმეების შემდეგ, მუშაობას 2021 წლის 4 იანვრიდან განაახლებენ და მოქალაქეებს კვლავ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან. ფილიალები მხოლოდ შობის დღესასწაულზე – 7 იანვარის დაისვენებენ.

4 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოემსახურებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სერვისის მიღება დისტანციურად, პორტალ my.gov.ge -ზე არ შეუძლიათ ან ესაჭიროებათ ისეთი მომსახურება, რომელიც დისტანციურად არ გაიცემა.

ისეთ გადაუდებელ მომსახურებას, როგორიც არის გარდაცვალების პირველადი მოწმობის გაცემა, მოქალაქე კვირის დღეებში მიიღებს ვიზიტის დაჯავშნის გარეშე, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

რაც შეეხება დაბადების მოწმობას, კვირის დღეებში სერვისი გაიცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები 31 დეკემბერს, 1, 2, 3 და 7 იანვარს არ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 4 იანვრიდან ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ისარგებლონ შემდეგი მომსახურებით: სატრანსპორტო საშუალების განბაჟება, რეექსპორტი, ექსპორტი, ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.

18 იანვრიდან განახლდება მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება.

„მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით კვლავ შეჩერებული იქნება: ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე). ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში ყველა სერვისების მიწოდება კვლავ, დროებით შეჩერებული იქნება.

მომსახურების სააგენტო რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო მიმართვის შემთხვევაში-გარეშე პირების თანხლებისგან. 2021 წლის 18 იანვრიდან მომსახურების სააგენტოს მიერ, პანდემიის პირობებში, რეგულაციების სრული დაცვით მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა