თეგებით ძიება

ახალი ტარიფი საკმარისი არ არის, კიდევ უნდა გაიზარდოს - ენერგოკომპანიები სემეკის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

ენერგოკომპანიებმა, შესაძლოა, სემეკის დადგენილი ტარიფი გაასაჩივრონ. მათი მტკიცებით, დენისა და წყლის გაზრდილი გადასახადი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ კომპანიებმა გამართულად იმუშაონ. ისინი მოითხოვენ, რომ კომუნალური გადასახადების ტარიფმა კიდევ უფრო მოიმატოს.
მთავრობის მტკიცებით, გადასახადების ახალი ტარიფი საზოგადებასა და ბიზნესზე არ აისახება, რადგან ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 165 მილიონი ლარი მთლიანად მოხმარდება გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას.
ეკონომიის ექსპერტების თქმით, სუბსიდირება გამოსავალი არ არის და ის უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოს მთავრობამ. რეალურად, გაზრდილი ტარიფები ლარის გაუფასურების გავლენის შედეგია, რაც არასწორი ეკონომიკის გამო ხდება. ექსპერტების შეფასებით, გაზრდილი ტარიფები მძიმედ დააწვება როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესსექტორს, შესაბამისად, გაძვირდება გარკვეული პროდუქცია და მომსახურება.

ახალი ტარიფი ძალაში ზუსტად ორ დღეში შევა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა