თეგებით ძიება
04. 01. 2021 მსოფლიო

"მე ამ შტატში გავიმარჯვე, მიპოვეთ 11 780 ბიულეტენი" - დონალდ ტრამპის სკანდალური აუდიო ჩანაწერი

ამერიკული გავლენიანი გამოცემა, The Washington Post-ი აქვეყნებს სატელეფონო საუბარს, სადაც ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოუწოდებს ჯორჯიის შტატის მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს იპოვოს მისი გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენები.

„ყველაფერი, რისი გაკეთებაც მინდა, ესაა მხოლოდ 11 780 ბიულეტენის პოვნა, რადგან მე ამ შტატში გავიმარჯვე“ - აღნიშნა ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს. ჩანაწერში პრეზიდენტი აგრეთვე ემუქრება შტატის მდივანს და მის მრჩეველს, რომელთაც სისხლის სამართის დანაშაულში თანამონაწილეობა და კვალის დაფარვა დასდო ბრალად- „ თქვენ მშვენივრად იცით თუ რა გააკეთეს მათ და ამის შესახებ არ საუბრობთ. ეს სისხლის სამართის დანაშაულია. თქვენ არ შეგიძლიათ ეს დაუშვათ, რადგან ეს დიდი რისკია თქვენთვის“- აღნიშნა ტრამპმა.

ზემოხსენებულ ბრალდებას გამოეხმაურა აგრეთვე ჯორჯიის შტატის მდივანი და მისი მრჩეველიც, რომელთაც აღნიშნეს, რომ დარღვევები არ ყოფილა და ტრამპის მიერ გაცხადებული ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს აშშ-ს საარჩევნო კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. რესპუბლიკელთა დამარცხებული კანდიდატი, დონალდ ტრამპი კი არჩევნების შედეგებს დღემდე არ ეთანხმება და დემოკრატებს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.



წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა