თეგებით ძიება
04. 01. 2021 მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუს "არასწორი პიარ ტრიუკი" - კოვიდ 19-ის ვაქცინით აცრილი მემილიონე მამაკაცი მკვლელობისთვისაა ნასამართლევი

ისრაელის მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ე.წ პიარ-ტრიუკის არასწორად დაგეგმვა ებრაულ და დასავლურ მედიაში განხილვის, დაცინვის მთავარ თემად იქცა. საქმე ეხება მემილიონე ვაქცინირებულს, რომელთან ერთადაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზემოხსენებული მემილიონე კოვიდ ვაქცინირებული აღმოჩნდა კრიმინალური წარსულის მქონე, რომელიც 14 წლის განმავლობაში მკვლელობისთვის პატიმრობაში იმყოფებოდა. მან 1978 წელს დანის გამოყენებით მოკლა მამაკაცი. 1992 წელს ბოროტმოქმედი ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ წერს RT.

ისრაელი კორონავირუსის ვაქცინაციის ყველაზე დიდ კამპანიას აწარმოებს ამ დროისთვის მსოფლიოში, რის ფონზეც ბენიამინ ნეთანიაჰუს 2021 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე მოსახლეობაში მაქსიმალურად პოზიტიური განწყობის მოხვეჭა სურს.

ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო პირველი, რომელმაც კოვიდ 19-ის ვაქცინა 2020 წლის დეკემბერში ინექციის სახით საჯაროდ მიიღო.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა