თეგებით ძიება
05. 01. 2021 მსოფლიო

საავადმყოფოს თანამშრომელმა კორონავირუსის ვაქცინის 500 დოზა გააფუჭა - ფარმაცევტის აზრით, ვაქცინებს დნმ-ის შესაცვლელად ქმნიან

აშშ-ში დააკავეს ფარმაცევტი, რომელმაც ვისკონსინის საავადმყოფოდან კოვიდ 19-ის ვაქცინის 500 დოზა მოიპარა. გავრცელებული ინფორმაციით, მედიცინის სფეროს მუშაკს შეთქმულების თეორიის სჯეროდა - იგი მიიჩნევდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანების საზიანოდ გამოიგონეს, რათა მათი მიღების ტოტალურად მოეხდინათ დნმ-ის კოდის ცვლილება. ამის შესახებ წერს New York Times-ი.

პოლიციის თქმით, 46 წლის სტივენ ბრანდენბურგი, რომელიც ღამის ცვლაზე მუშაობდა ავრორას სამედიცინო ცენტრში, 12 საათის განმავლობაში მაცივრიდან ორჯერ ამოიღო მოდერნას ვაქცინიანი სინჯარების ყუთი, რომლის შემდეგაც ვაქცინები გამოყენებისთვის უსარგებლო გახადა. სამართალდამცავებმა აღნიშნეს, რომ ბრანდენბურგი ამას გამიზნულად აკეთებდა, რათა ვაქცინის ეფექტურობის ხარისხი შეემცირებინა. აღნიშნული ფაქტი საახალწლო დასვენების დღეების განმავლობაში მოხდა, როდესაც შტატის ხელმძღვანელობა გამალებით ცდილობდა ვირუსთან ბრძოლის წინახაზზე მყოფი მედიცინის მუშაკებისთვის მიეწოდებინათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები.

ვისკონსინის შტატს ვაქცინების 159 800 დოზა უკვე მიეწოდა, რომელთაგან 64 657 გამოყენებულ იქნა. გამომძიებელთა თქმით, სინჯარებში სულ 570 ვაქცინის დოზა იყო მოთავსებული, რომელთა ღირებულება 8000-იდან $12 000-მდე შეადგენს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა