თეგებით ძიება

"ამნისტიის შესახებ" კანონი 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ამნისტიის შესახებ" კანონი უკვე 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება. კობახიძის განმარტებით, ყველა რისკი სათითაოდაა გათვლილი და დაცული, რათა გარკვეული მსჯავრდებულების გათავისუფლებას რაიმე მძიმე შედეგი არ მოჰყვეს:
„იმისათვის, რომ რისკები დაცული იყოს, სათითაოდაა გავლილი თითოეული პუნქტი და ნაწილი. მათ შორის შეფასებულია ინდივიდუალურად რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ამა თუ იმ სეგმენტის გათავისუფლებას. შესაბამისად, რისკების აწონ-დაწონვა იყო ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე. დღეს კიდევ საბოლოო სურათი დაზუსტდება, მაგრამ რაც ახლანდელი მოცემულობაა, ვიდრე მეორე მოსმენით საბოლოოდ იქნება მიღებული, არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ" კანონი", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტებში გაიმართება, შემდეგ კი, პლენარულ სესიაზე გავა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა