თეგებით ძიება
05. 01. 2021 მსოფლიო

ონკოლოგის საშობაო საჩუქარი სიმსივნით დაავადებულ 200 პაციენტს- "$650 000-ის ოდენობის ვალი გაუქმებულია, ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ"

ამერიკელმა ონკოლოგმა სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს $650 000-ის ოდენობის ვალი მას შემდეგ ჩამოაჭრა რაც გაიგო, რომ მათ თანხის გადახდა ძალზე უჭირდათ. ამის შესახებ წერს BBC.

ექიმმა ომარ ატიკმა არკანზასში მდებარე კიბოს საკვლევი ცენტრი 30 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ გასულ წელს დახურა. მისი თქმით, მან გააცნობიერა, რომ ძალზე დიდი რაოდენობით ვალი დაუგროვდა მის პაციენტებს და პანდემიის ფონზე რთული ფინანსური მდგომარეობის გამო ძალზე ბევრი მათგანი ვერ ახერხებდა სამედიცინო მომსახურებისთვის თანხის გადახდას. შობის დღეს მისწერა თავის პაციენტებს და უთხრა, რომ იგი მათ ვალისგან ათავისუფლებდა და მკურნალობის გადასახდელი თანხების დაფარვა ამიერიდან აღარ მოუწევდათ.

„მე და ჩემმა ცოლმა ამის შესახებ ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, ყველასათვის ჩამოგვეჭრა ე.წ სესხები. გავაცნობიერეთ რომ ამის გაკეთება შეგვეძლო და ეს აღვასრულეთ კიდეც“ - განაცხადა ატიკმა. მისი თქმით, ამ აქტის განსახორციელებლად პანდემიაზე უკეთეს დროს ვერც კი გამონახავდნენ.

ომარმა თავის საშობაო ბარათში პაციენტებს შემდეგი ტესტი მისწერა: „ კიბოს არკანზასის კლინიკა ამაყობდა, რომ თქვენს სამსახურში იყო. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმრავლესობის შემთხვევაში სამედიცინო დაზღვევები გადასახადის უმეტეს ნაწილს ფარავს, გამოქვითვები და თანაგადახდებიც შესაძლოა ძალზე მძიმე იყოს ზოგიერთი მათგანისთვის. სამწუხაროდ მხოლოდ ასე მუშაობს ამჟამად ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. კლინიკა უარს აცხადებს და აუქმებს ყველა იმ ნაშთს , რომელთა გადახდაც პაციენტებს ეკისრებოდათ. ბედნიერი დღესასწაულები“

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა