თეგებით ძიება

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დე ფაქტო სოხუმს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და დე ფაქტო სოხუმს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს.

ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

„ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გაააქტიურა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადასცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. ამ მიზნით მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი ამ დრომდე ფიქსირდება. მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. არაერთხელ მოხდა დახმარების შეთავაზება“, - აცხადებენ უწყებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა