მსახიობები, რომლებმაც კარიერა პორნოინდუსტრიიდან დაიწყეს
ყველა ცნობილი მსახიობი კარიერას საკულტო ფილმებით როდი იწყებს, როგორც ეს ჯეიკ ჯილენხოლის შემთხვევაში მოხდა. მათ ნაწილს დიდ კინოში მოხვედრამდე არც ისე სახარბიელო ცხოვრების გამოვლა უწევს.
სტატიაში წარმოდგენილია სხვადასხვა დროს ძალიან პოპულარული 10 მსახიობი, რომელთა გზა წარმატებისაკენ იწყება პორნოგრაფიული ფილმებით.
1. არნოლდ შვარცნეგერი
"რკინის არნი" მანამ, სანამ ბანდიტებს "კომანდოსში" ჩააგდებდა და საკულტო ფილმებში მიიღებდა მონაწილეობას, მუშაობდა სრულწლოვანებისათვის განკუთვნილ პორნოინდუსტრიაში. ცნობილია, რომ იგი დასაქმებული იყო გერმანულ გეი-ჟურნალში. კერძოდ, იგი მუშაობდა აღნიშნული ჟურნალის მოდელად და მისი ფოტოები ატლანტის სხეულით გერმანელი ჰომოსექსუალებისათვის მეტად საინტერესო გასართობი იყო.
საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლის შედგომ გადაწყვიტა, რომ პორნოფილმებში მონაწილეობით სერიოზული ჰონორარის გამომუშავება შეეძლო და უცდია კიდეც ბედი.
2. დემი მური
დემეტრია ჯინ გინესი (დემი მური) ღარიბ ოჯახში დაიბადა. სახლის დატოვების მერე მომავალი ვარსკვლავი ახალი დილემის წინაშე აღმოჩნდა, მას თანხა უნდა გამოემუშავებინა თავის სარჩენად. არსებობისათვის საჭირო თანხის პრობლემა დემი მურს მარტივად, პორნოგადაღებებში მონაწილეობით გადაუჭრია. ეს მცდელობა მან მხოლოდ ტრამპლინად, საწყის წერტილად გამოიყენა იმისათვის, რათა დიდ კინომდე მიეღწია.
პორნოფილმებში მონაწილეობით დაგროვებული 10 000 დოლარი დემი მურს პლასტიკურ ოპერაციებში ფიგურის კორექტირებისათვის დაუხარჯავს.
3. ჯონ ჰემი
პოლ რუდის (ადამიანი-ჭიანჭველა და დევიდი ფილმიდან "40 წლის ვაჟიშვილი") მეგობარი, ჯონ ჰემი ჰოლივუდის სანახავად 1992 წელს გაემგზავრა . 3 წლის შემდეგ იგი საბოლოოდ გადავიდა ლოს-ანჯელესში, ისე, რომ ჯიბეში სულ რაღაც 150 დოლარი ჰქონდა. ჯონ ჰემმა მუშაობა დაიწყო ოფიციანტად და საერთოდაც, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. ფილმში "შეშლილები" წარმატებამდე ჯონ ხემი საარსებოდ ცოტაოდენ ფულს გამოიმუშავებდა პორნოგადაღებებში მონაწილეობით.თითოეულ ფილმში მონაწილეობისათვის დაახლოებით 200 დოლარს უხდიდნენ.
4. სანდრა ბალოკი
სანდრა ბალოკი, ისევე, როგორც დემი მური, არც ისე უზრუნველყოფილი იყო მატერიალურად. ამიტომაც პორნოფილმებში მონაწილეობა მისთვისაც გახდა დამატებითი შემოსავლის წყარო. პორნოფილმებს სანდრა ბალოკის მონაწილეობით ვერსად იპოვით. როგორც ცნობილია, იმის შემდეგ, რაც ბალოკმა დიდ კონოში შეაბიჯა და შთამბეჭდავი ოდენობის ჰონორარს იღებდა, მას დაუქირავებია დეტექტივთა არმია, რათა შეეგროვებინათ მისი მონაწილეობით არსებული ყველა პორნო კადრი და ფოტო. ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ სანდრა ბალოკმა თავის შესახებ "კომპრომატები", პორნოინდუსტრიაში მოღვაწეობის მტკიცებულებები დაწვა თავისი სახლის ეზოში ერთ დიდ გროვად.
5. სილვესტერ სტალონე
ყველაზე ცნობილი მსახიობებიდან პორნოგრაფიულ ფილმებში მონაწილეობის სიხშირით გამოირჩევა იტალიელი სილვესტერ სტალონე. აღსანიშნავია ფილმი "სტადის და კიტის წვეულება". ეს ფილმი უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის, თუმცა სტალონეს სახელი მასთან დღემდე მჭიდროდაა დაკავშირებული.
წლების შემდგომ სილვესტერ სტალონე უკვე მშვიდად ჰყვება იმის შესახებ, თუ რატომ იღებდა მონაწილეობას პორნოფილმში, რაც ბევრისათვის სამარცხვინო საქმიანობაა:
"მაშინ საკვებიც კი არ მქონდა, ბინიდან გამომაგდეს და ზედიზედ 4 ღამე ავტობუსის სადგურში გავატარე. მე ვიყავი სასოწარკვეთილი. როცა მშიერი ხარ, აკეთებ ბევრ ისეთ რამეს, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ გააკეთებდი. სასაცილოა, თუ რაოდენ დიდი ხარისხით იწევს მორალი უკანა პლანზე თვითგადარჩენისათვის. კიდევ უფრო სასაცილოა, როცა დგახარ კამერის წინ და ცდილობ, დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ სერიოზულ საქმეს აკეთებ. "
6. კამერონ დიასი
კამერონ დიასს შეცდომით წერენ იმ ცნობილთა სიაში, რომელთაც მოღვაწეობა პორნოგადაღებებით დაიწყეს. რეალურად მას პორნო წარსული არ აქვს, ეს მხოლოდ მითია, რამდენადაც კამერონ დიასი 16 წლიდან მუშაობდა მოდელად. 17 წლის ასაკიდან იგი უკვე თანამშრომლობდა ბრენდებთან "კელვინ კლაინი" და "ლევისი". 19 წლის ასაკში კამერონ დიასმა მიიღო შეთავაზება, ტყავის ქალის თერეულის სარეკლამო რგოლში მონაწილეობაზე. სწორედ ამ კადრებს მიიჩნევენ შეცდომით კამერონ დიასის პორნოგრაფიაში მონაწილეობის მტკიცებულებად.
7. ტილ შვაიგერი
ჯონ ჰემის მსგავსად, ტილ ტაიგერიც მიიჩნეოდა პორნოინდუსტრიის ნაწილად. 2 უნივერსიტეტის მიტოვების შემდგომ, იგი შევიდა თეატრალურ სკოლაში, თუმცა ფულის ნაკლებობას განიცდიდა. ამიტომაც ტილ შვაიგერი პორნოსტუდიაში დასაქმდა ფილმების გამხმოვანებლად
8. ჯეკი ჩანი
ჯეკი ჩანმაც, სილვესტერ სტალონეს მსგავსად, კარიერა დაიწყო პორნოგადაღებებში მონაწილეობით და მიზეზი, ტრადიციულად, უსახსრობა იყო მის შემთხვევაშიც. თანამედროვე გაგებით პორნოინდუტრია მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, იგი დათანხმდა სრულწლოვნებისათვის განკუთვნილ შესაბამის ფილმებში მონაწილეობაზე.
9. მერლინ მონრო
პორნოჟურნალებში ნახევრადმითიურ გადაღებებში მონაწილეობის გარდა, 2018 წელს საზოგადოებამ შეიტყო, რომ არსებობდა პორნოფილმი, სადაც გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი ქერა ლამაზმანი, მერლინ მონროა ასახული. დღეისათვის აღნიშნული ფილმი თავისუფლად შევიდოდა პორნჰაბის კოლექციაში, თუმცა ეს შეუძლებელია, რამდენადაც ერთადერთი ჩანაწერი ფილმისა 1.5 მლნ. დოლარად შეიძინა ჩვენთვის უცნობმა კოლექციონერმა.
მაშინდელმა ფედერალური ბიუროს უფროსმა, ედგარ ჰუვერმა საუკეთესო სპეციალისტები დაიქირავა მამაკაცის ამოსაცნობად, იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, კადრში გადაღებული მერლინ მონროს პარტნიორი მამაკაცი პრეზიდენტი ჯონ კენედი, ან მისი ძმა, რობერტი ყოფილიყო. ცნობილია, რომ ორივე მამაკაცს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მერლინ მონროსთან. მერლინ მონროს პარტნიორი მამაკაცის ამოცნობა კადრში შეუძლებელი გახდა.
ფიქრობენ, რომ მერლინ მონროს მონაწილეობით გადაღებული პორნომასალა ფედერალური ბიუროს გარდაცვლილი ინფორმატორის ვაჟმა გაყიდა. სავარაუდოდ, იგი მონაწილეობდა ფილმის გადაღებაში. ესაა ფილმის არა ორიგინალი, არამედ ასლი, რომლის დამზადებაც ინფორმატორის ვაჟმა მოასწრო იქამდე, სანამ ფირის ორიგინალს ფედერალურ ბიუროს გადასცემდა.
10. ანჯელინა ჯოლი
2012 წელს მსოფლიო ტაბლოიდებში გავრცელდა სიახლე იმის შესახებ, რომ ბრედ პიტი მზად იყო, დაეხარჯა დაახლოებით 10 მლნ. დოლარი, რათა მოეძიათ და გაენადგურებინათ თავისი მომავალი მეუღლის, ანჯელინა ჯოლის პორნოში მონაწილეობის ამსახველი ჩანაწერები. ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ საუბარი ეხებოდა 1999 წელს გადაღებულ სამოყვარულო ჩანაწერს. მაშინ ჯოლი ყველანაირად ცდილობდა, მამა გაეკვირვებინა თავისი თავხედური, აშვებული ყოფაქცევით. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ მას თავისუფლად შეეძლო, გადაეღო თავისივე მაკომპრომატირებელი ვიდეო თავქარიანი წვეულებების დროს.
"ოლნიუსი"