თეგებით ძიება

ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც მილიარდები აქვს და 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? – ნინო ბურჯანაძე

ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც მილიარდები აქვს და 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?!, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს ლიდერმა“, ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა.

„არ ვიცი, ქართველები ასეთი მიმნდობები ვართ, თუ ხანდახან მართლა გვინდა, დავიჯეროთ რაღაც. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას კითხვა უნდა გასჩენოდა, ეს კაცი, მილიარდები რომ აქვს, 15 წელი ჭორვილაში რატომ ზის. ჭორვილიდან ხალხი მორბის.

მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება ნაშოვნია თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანის გადაგდებით, ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის, მაგრამ ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა.

თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად“, – განაცხადა ბურჯანაძემ “ტვ პირველის“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა