თეგებით ძიება

ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, არ გავისუსებით! - ნიკა გვარამია

“საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს, დაანებეთ თავი ივანიშვილს! ის წავა და თქვენ დარჩებით, თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს! დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო”, – ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ, მსვლელობის დროს სუს-თან გააკეთა, რითაც სუს-ის თანამშრომლებს მიმართა.

“გამარჯვება ახლოსაა, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს. არჩევნები ჩაატარა სუს-მა, არჩევნები ჩატარდა აქ, ამ შენობაში. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს გარდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა, გარდა ჩვენი ინტერესების დაცვისა. გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით! არჩევნები ჩვენია, საქართველო ჩვენია, ჩვენ არ დაგითმობთ სამშობლოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სუს-თან.

კოალიცია “ცვლილებებისთვის” მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მეტროსადგურს “სახელმწიფო უნივერსიტეტიდან” დაიძრნენ, საიდანაც ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების გავლით მსვლელობით მიდიან. თუ სად დასრულდება მსვლელობა, საბოლოო ლოკაცია ჯერ ცნობილი არ არის. აქციის მონაწილეები26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა