თეგებით ძიება
14. 01. 2021 მსოფლიო

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 164 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 244 ადამიანი

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25 164-ით გაიზარდა, 1 244 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობაა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 43 881 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 978 590 შემთხვევა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობა ქვეყანაში კარანტინის კიდევ 10 კვირით გახანგრძლივებას განიხილავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა