თეგებით ძიება
20. 09. 2024 მსოფლიო

უკრაინა: ტერიტორიული მთლიანობა არასდროს იყო და არ იქნება განხილვის ან კომპრომისების საგანი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს იყო და არ იქნება განხილვის ან კომპრომისების საგანი.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ამ პოზიციას იზიარებენ როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები, ისე მათი პარტნიორები და საერთაშორისო სამართალი.

"ყირიმი არის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის სიმძიმის ცენტრი. მისი სრულფასოვანი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის, უკრაინული ნახევარკუნძულის სრული დეოკუპაციის შემდეგ". - წერია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა ელოდება პარტნიორების მხარდაჭერას, რათა რუსეთს აიძულოს ყირიმიდან ჯარების გაყვანა და პასუხი აგებინოს საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და ჩადენილ დანაშაულებზე.

"ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამ მიზნების მალე მიღწევაზე და არა ამა თუ იმ გზით კრემლის მადის დაკმაყოფილებაზე უკრაინის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ხარჯზე". - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ყირიმი გადავიდეს გაეროს მანდატის ქვეშ, რათა იქ სამომავლოდ სამართლიანი რეფერენდუმი მომზადდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა