თეგებით ძიება
15. 01. 2021 მსოფლიო

ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, ასობით პირი კი დაშავდა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

ქვეყნის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

ბიძგები შუაღამისას, 01:28 საათზე დაფიქსირდა და 5-7 წამის განმავლობაში გაგრძელდა. დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი, საცხოვრებელი სახლის დატოვება 3 ათასამდე ადამიანს მოუწია. სახლებთან ერთად, დაზიანებულია Mitra Manakara-ს საავადმყოფო, სასტუმროები და მთავრობის შენობა.

ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს და აქ ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები ხშირი მოვლენაა. 2018 წელს სულავესის კუნძულზე მომხდარ მიწისძვრასა და შემდეგ ცუნამს, 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა