თეგებით ძიება

ჩვენს შორის იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა, როგორც იყო აქამდე - დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი ბუკნარის კონფლიქტზე

ბუკნარის ეკლესიაში სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს. მათი საერთო პოზიცია რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების განმუხტვა და სიტუაციის დასტაბილურებაა. როგორც შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდეს:

„ლოცვა ყოველთვის არის საკეთილდღეო. დღეს პარაკლისი ჩაატარეს მამებმა იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენი პოზიცია ასეთია, ეპარქიის და ლოცვა -კურთხევა მეუფე იოსების, რომ ყველამ შევუწყოთ ხელი იმას, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, დაპირისპირება აღარ იყოს და ჩვეულებრივად გაგძელდეს ურთიერთობა იმ მეზობელ ძმებს შორის, როგორც აქამდე იყო. მიეცეთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ. მათ შორის იყოს სიყვარული და ურთიერთობა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი დასრულდება, თითქმის დასრულებულია. ჩვენ როგორც აქამდე ვურთიერთობდით, ისე გავაგრძელებთ და ჩვენს შორის იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა, როგორც იყო აქამდე. ბუკნარში სახლი შეიძინა მუსლიმი თემის წარმომადგენელმა სალოცავად, როგორც შემდეგ განმარტეს, მოსახლეობას ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს იქ მეჩეთი უნდა გაკეთდეს და იმ გაგებით, რომ იქნებოდა ხმამაღალი ლოცვა, ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება. ზოგადად კონფლიქტი არის ის, რომ ერთმანეთის არ გვესმის სწორად“,- განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბუკნარში უკვე რამდენიმე დღეა რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივების დაპირისპირება გრძელდება. ქრისტიანული აღმსარებლობის პირები მუსლიმ თემს დაპუპირისპირდნენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან ისლამის აღმსარებლობის წარმომადგენლების სურვილს, ჰქონდეთ საკუთარი სალოცავი.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა