თეგებით ძიება

ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა აქცია გამართეს

ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა აქცია გამართეს და შეკვეთილ რეისებზე დაწესებული დაბალი ტარიფები გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საწვავის ფასი ძალიან არის გაზრდილი, ასევე მომატებული ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე, შესაბამისად, მათი ანაზღაურება ძალიან მწირია და არაფერი რჩებათ.

სატვირთო ავტომობილების მძღოლები გადამზიდავი კომპანიებისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ:

„ტარიფებია ძალიან დაბალი, ხელოვნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფები გაიზარდოს. საწვავის ფასმა მოიმატა აზერბაიჯანში, საქართველოში, მოიმატებს კიდევ და არ ღირს საერთოდ მუშაობა, არაფერი არ გვრჩება. მანქანებს ვერ ვინახავთ, ოჯახებს ვერ ვინახავთ, სესხები გვაქვს, ბანკები გვართმევენ სახლებს. ჩვენი მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, არ დავიტვირთებით, ტვირთებს არ გადავიტანთ, ტრანსპორტი გაჩერდება“, - განაცხადა აქციის მონაწილე გოჩა საჯაიამ.

"მანქანებს ვერ ვინახავთ, ოჯახებს ვერ ვინახავთ, სესხები გვაქვს, ბანკები გვართმევს სახლებს. ჩვენი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ დავიტვირთებით, ტვირთებს არ გადავიტანთ, ტრანსპორტი გაჩერდება," - განაცხადა აქციის მონაწილე კიდევ ერთმა მძღოლმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა