თეგებით ძიება
16. 01. 2021 მსოფლიო

აზერბაიჯანში კარანტინი აპრილამდე გაგრძელდება, თუმცა შეზღუდვები მსუბუქდება

აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება, თუმცა არსებული შეზღუდვები მსუბუქდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით თებერვლიდან კვების ობიექტების, მათ შორის ჩაიხანების, კაფეებისა და რესტორნების გახსნა იგეგმება.

გარდა ამისა, შეზღუდვები შემსუბუქდება სხვა მიმართულებებებითაც. კერძოდ, 25 იანვრიდან სილამაზის სალონების და სხვა კოსმეტიკური მომსახურების მიღება შეეძლებათ მსურველებს.

2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათიდან გაუქმდება სახლის დატოვებისათვის საჭირო SMS ნებართვები. რაც შეეხება ტრანსპორტით გადაადგილებას, ის კვლავ შეზღუდული იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა