თეგებით ძიება
16. 01. 2021 მსოფლიო

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება

აზერბაიჯანში კორონავირუსზე ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება. ჩინური ვაქცინით მოქალაქეების აცრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპიკერმა, იბრაჰიმ მამედოვმა დაადასტურა.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს, 65 წელს გადაცილებულ პირებსა და სამართალდამცავი ორგანოების ანტიეპიდემიურ ღონისძიებებში ჩართულ პერსონალს ჩაუტარდებათ.

ვაქცინაციის მეორე ეტაპი მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს მოიცავს, კერძოდ ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, დიაბეტის მქონე პირებსა და ჭარბწონიანებს. ასევე, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც სულ მცირე ერთი ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ.

ცნობისათვის, აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმი 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა