თეგებით ძიება
17. 01. 2021 მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 56-ს მიაღწია, დაშავებულია 826 ადამიანი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 46 დაღუპულისა და 637 დაშავებულის შესახებ.

სტიქიური უბედურების შემდეგ 15 000 ადამიანი ევაკუირებული იქნა.

ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე 6.2-ი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 15 იანვარს მოხდა. დაინგრა და დაზიანდა სახლები, გზები, ხიდები, საკომუნიკაციო ქსელები.






თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა