თეგებით ძიება
17. 01. 2021 მსოფლიო

ქაბულში 2 მოსამართლე ქალი მოკლეს


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე ქალი მოკლეს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, მათ ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი მანქანით სამსახურში მიდიოდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს მკლველობა ერთადეთი არ არის. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ავღანეთში მიზანმიმართული მკვლელობების სერია გრძელდება - თავდასხმის ობიექტები ხდებიან ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს თალიბანის ნამოქმედარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა