თეგებით ძიება
17. 01. 2021 მსოფლიო

Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ, ისრაელში 13-მა ადამიანმა დამბლა მიიღო

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ისრაელში 13-ს ადამიანს სახის ნერვის დამბლა დაემართა.

ერთ-ერთი პაციენტის თქმით, ვაქცინის მიღებიდან ცოტა ხანში, ყბის მიდამოებში, შემდეგ კი პირის ღრუში უცნაური შეგრძნებები დაეწყო.

"28 საათის განმავლობაში ასე ვიყავი, არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეგრძნება სრულად გამიქრა, თუმცა სხვას არაფერს ვუჩივი", - აცხადებს პაციენტი.

ისრაელის ჯანდაცვის წარმომადგენლების განმარტაბით, მათ, ვისაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ ჩივილები აღენიშნათ, სრულად განკურნების შემდეგ გაუკეთდებათ მეორე დოზა.

ისრაელში ვაქცინაცია 2020 წლის 20 დეკემბერს დაიწყო. უკვე აცრილია 200 ათასზე მეტი ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა