მითები ქალიშვილობის დაკარგვაზე
პირველი სექსუალური კონტაქტის და ქალიშვილობის დაკარგვის შესახებ უამრავი მითია. გთავაზობთ რამდენიმე მითს, რომელიც საზოგადოებაშია გავრცელებული.
#დეფლორაცია ძალიან მტკივნეული და ტრავმული პროცესია
რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში, თუ ქალიშვილი ნორმის ფარგლებში აღგზნებულია, ტრავმული და მტკივნეული ქალწულობის დაკარგვა არ იქნება.
#უკეთესია, სააბაზანოში დაკარგოთ ქალწულობა
თბილი წყალი ადუნებს კუნთსა და ნერვულ დაბოლოებებს, ხელს უშლის სპაზმის წარმოქმნას და ამცირებს ტკივილს.
#პირველი სექსი პრეზერვატივით უფრო მტკივნეულია
თანამედროვე პრეზერვატივები სპეციალური ნივთიერებით არის დამუშავებული, რომელიც სქესობრივ კავშირს პირიქით - ამარტივებს.
#სექსუალური ცხოვრების ადრე დაწყება ჯანმრთელობისთვის საზიანოა
მანამ არ ჩამოყალიბდება მიკროფლორა (17-18 წლის ასაკში), საქალწულე აპკი ინფექციისთვის დაბრკოლებაა. საშოში ამ დრომდე ეპითელის ძალიან თხელი შრეა და ის ადვილად ტრავმირდება. ამიტომაც ადრეულმა სქესობრივმა კავშირმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ანთებითი პროცესები და უნაყოფობაც კი.
#სქესობრივი ცხოვრების გვიან დაწყება ჯანმრთელობისთვის საზიანოა
თავის დროზე ბევრ ექიმსაც კი მიაჩნდა, რომ თავის ტკივილები, გამონაყარი სახეზე - დაგვიანებული პირველი სქესობრივი აქტის ბრალია. შესაძლოა, ეს დაავადებები ჰორმონალური დისბალანსით იქნეს გამოწვეული, მაგრამ არანაირად არ არის დამოკიდებული საქალწულე აპკის დარღვევასთან. ძირითადად, ყველა პრობლემა ფსიქიკიდან მოდის.