თეგებით ძიება

"ვისაც მარჯვენა მხარეს სძინავს, მეტ ფულს შოულობს..." - ნახეთ, ვინ რატომ ირჩევს საწოლის მხარეს

კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საკმაოდ ხშირად ადამიანები დასაძინებლად საწოლის მხარეს ირჩევენ რაიმე მიზეზის გამო.

ადამიანები, რომლებსაც საწოლის მარცხენა მხარეს სძინავთ, უფრო პოზიტიურად უყურებენ ცხოვრებას; შეუძლიათ გაუმკლავდნენ მძიმე ტვირთს; ისინი ადვილად არ ბრაზდებიან სტრესულ დღეებში; ისინი უფრო მშვიდად არიან კრიზისულ სიტუაციებში; ისინი უფრო თავდაჯერებულები არიან;

ადამიანები, რომლებსაც საწოლის მარჯვენა მხარეს სძინავთ, მეტ ფულს შოულობენ; აქვთ ნაკლებად პოზიტიური ხედვა ცხოვრებაზე, მაგრამ უფრო მზად არიან ყველაზე ცუდი სცენარისთვის.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ვისაც საწოლის მარცხენა მხარეს სძინავს, უფრო მეტად მემარცხენეები, კრეატიულები და გამომგონებლები არიან. ასეთ ადამიანებს ურჩევნიათ ძველი მუსიკა, დრამატული ფილმები და ლუდი და ხშირად უფრო მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებისკენ იხრებიან.

ხოლო მათ, ვინც მარჯვენა მხარეს სძინავს, სავარაუდოდ, უფრო ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება აქვთ. მათ ასევე მოსწონთ როკ მუსიკა, სამოქმედო ფილმები და ღვინო.

თუმცა ამ არჩევანის უკან სხვა ფაქტორებიც დგას, წერს გამოცემა. სხვა კვლევის მიხედვით, ადამიანების 40% ირჩევს საწოლის იმ მხარეს, რომელიც უადვილებს ადგომასა, ხოლო 31% გადაწყვეტილება ემყარება პარტნიორის არჩევვანს. კიდევ 25% ირჩევს იმ მხარეს, საიდანაც ტელევიზორი ყველაზე კარგად ჩანს ან რომელიც უფრო ახლოს არის კართან, აბაზანასთან ან საწოლის მაგიდასთან.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა