თეგებით ძიება
17. 01. 2021 მსოფლიო

საკარტველო და არა გრუზია - რას წერს BBC საქართველოზე

BBC-ის რუსული სამსახური მსოფლიოში ქვეყნების ტოპონიმების ცვლილებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს , სადაც საქართველოზეცაა საუბარი.

ქვეყნების ტოპონიმების ცვლილების ბუმი გასული საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო, როდესაც უამრავი დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოიშვა.

საკარტველო და არა გრუზია - ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და წარსულთან სიმბოლური კავშირის გაწყვეტის სურვილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვისაც დამახასიათებელია.

2021 წლის იანვრიდან ლიეტვუამ საქართველოს ოფიციალურად უწოდა საკარტველო, რომელიც ამიერიდან ოფიციალურ დოკუმენტებშიც აისახება.

მსოფლიოში ქვეყანას რუსულის გავლენით "გრუზიას" ან ლათინური ენის გავლენით "ჯორჯიას" უწოდებენ. თავად ქართველები ამ უკანასკნელი, ლათინური ვსახელწოდების წინააღმდეგი არ არიან.

სახელწოდება "გრუზია" ასოცირდება დამოუკიდებლობის დაკარგვასა და ქვეყანის რუსულ იმპერიასა და საბჭოთა კავშირში ყოფნასთან. სწორედ ამიტომ, საქართველო მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, რუსული ვარიანტის გამოყენებაზე უარი თქვან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა