თეგებით ძიება
20. 09. 2024 მსოფლიო

გერმანიაში მოცარტის დღემდე უცნობი მუსიკალური ნაწარმოები აღმოაჩინეს

გერმანიაში ბიბლიოთეკაში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დღემდე უცნობი მუსიკალური ნაწარმოები აღმოაჩინეს, რომელიც მან, სავარაუდოდ, მოზარდობისას დაწერა. 

მკვლევრებმა ახალი ხელნაწერი კიოხელის კატალოგის, მოცარტის ნაშრომების არქივის, უახლესი ვერსიის შედგენისას ლაიფციგის მუსიკის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს.

ნაწარმოების სახელწოდება კატალოგში Ganz kleine Nachtmusik არის მოცემული.

ლაიფციგის მუნიციპალური ბიბლიოთეკების განცხადების თანახმად, ნაწარმოები, რომელიც 1760-იანი წლებით თარიღდება, სიმებიანი ტრიოსთვის არის დაწერილი, შვიდი მინიატიურული მოქმედებისგან შედგება და დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში გრძელდება. 

მკვლევართა თქმით, ნაპოვნი ხელნაწერი უშუალოდ მოცარტს არ ეკუთვნის, არამედ დაახლოებით 1780 წელს გადაწერილ ასლს წარმოადგენს.

ნაწარმოები პირველად გუშინ, 19 სექტემბერს, კიოხელის კატალოგის ახალი ვერსიის წარდგენისას ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში შეასრულეს, სადაც მოცარტი დაიბადა. 

გერმანიაში კი პრემიერა ლაიფციგის ოპერაში ხვალ, 21 სექტემბერს იგეგმება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა